რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინავგურაცია თელავში გაიმართება. აღნიშნულს სალომე ზურაბიშვილიც ადასტურებს.

ინავგურაციასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს ინავგურაციაზე მიწვეული აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იქნება.

ინავგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×