რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი". ბრალდებული კი პორტუგალიის მოქალაქეა.

ასევე, თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. პოლიციამ ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×