რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) თავი თუ აქვს სააკაშვილს, ჩამოვიდეს და მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მას "მასხარა" უწოდა.

"ნიკა გვარამია ყოფილი პროკურორია. ეს არის შხამით გაბერილი გაბოროტებული ადამიანია. სააკაშვილი კი მასხარა გახდა, ოღონდ საშიში მასხარა, რადგან იქიდან რაღაც არაკანონიერ განცხადებებს აკეთებს. ბოლო ხანებში რაღაცა შეცვალა. თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს. "რუსთავი 2"-იც, რომელიც პარტიის დანამატია და მოკლედ, ეს ყველაფერი აზელილია ერთმანეთში. გვარამია კიდევ ამ ყვყელაფერს ხელმძღვანელობს.როდემდე გაგრძელდება ეს, ვნახავთ", - განაცხადა ქანთარიამ "მეტრონომთან" ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×