(რეზონანსი) საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2010 წელთან შედარებით, 2018 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 13 798-ით შემცირდა. 2010 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 23 684-ს შეადგენდა, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი 9 886 გახდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
წლების მიხედვით, მსჯავრდებულთა რაოდენობა პენიტენციურ დაწესებულებებში ასეთი იყო:
2011 წელი - 24 114 მსჯავრდებული
2012 წელი - 19 349 მსჯავრდებული
2013 წელი - 9 093 მსჯავრდებული
2014 წელი - 10 372 მსჯავრდებული
2015 წელი - 9 716 მსჯავრდებული
2016 წელი - 9 334 მსჯავრდებული
2017 წელი - 9 280 მსჯავრდებული
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში არც ერთი არასრულწლოვანი ქალი მსჯავრდებული არ იმყოფება, არასრულწლოვანი კაცი მსჯავრდებულების რაოდენობა კი 37-ს შეადგენს.