რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ორზე კი, ძებნა გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს ოთხი მოქალაქისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება სტამბოლში მოქმედებდა.

როგორც თურქული მედია წერს, 16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს, როდესაც ის მეგობრის მანქანიდან გადავიდა. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს.

მეორე თავდასხმა დაჯგუფებამ სულთანღაზის რაიონში, იუველირზე განახორციელა. ინციდენტი სათვალთვალო კემერებმა დააფიქსირა. მომხდარს სამართალდამცველი შეესწრო და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც დაჯგუფების წევრებმა მიმალვა სცადეს.

პოლიციელმა ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო, მეორე ეჭვმიტანილი კი მოგვიანებით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×