რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

„აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა.

შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×