რეზონანსი
05.12.2018

 (რეზონანსი) თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს დაუმონტაჟებს.

ზაზა სარალიძის თქმით, აქციაზე თბილისის მერის კახა კალაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო.

"ხვალიდან რუსთაველზე, შვილმოკლული მამების აქციაზე, კარვებში დენს შეიყვანენ და გამათბობლებსაც მიიტანენ! თბილისის მერის, კახი კალაძის წარმომადგენლები იყვნენ ამ საღამოს! მადლობა მას ამ ადამიანური თანადგომისთვის! და განსაკუთრებული მადლობა გოგა მემანიშვილს, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოება აბარია რუსთაველზე", - დაწერა ელისო კილაძემ გუშინ ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×