რეზონანსი
05.12.2018

 მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგია შეიყვანა და ოთხი გამათბობელი დაამონტაჟა.

​„შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანან, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამაში სატრაბახო არაფერია, - ასე გამოეხმაურა თვით კალაძე გამათბობელების დამონტაჟებას. "შვილმკვდარ მამებს უბრალოდ გამართული ელექტროგაყვანილობა გაუკეთეს, რომ არ დაზიანებულიყვნენ" - განაცხადა მერმა გადაცემაში „პირისპირ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×