გვანცა წულაია
04.12.2018

 (რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას, სახლთან მისი მეგობრები იმყოფებიან.

ნიკა რურუა საკუთარ სახლში რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუას დედამ გამოიძახა სასწრაფო, თუმცა, ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

„სასწრაფო გამოიძახა ოჯახმა და როგორც ჩანს, დედამ ნახა გარდაცვლილი ნიკა რურუა," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური.

ნიკა რურუას მეგობრებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის შეტევა იყოს.

„არ ვიცით არაფერი გარდა იმისა, რაც ყველამ გავიგეთ, სამწუხაროდ," - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ.

შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის თბილისში, ზანდუკელის ქ. #21-ში, იქ სადაც ნიკა რურუა ცხოვრობდა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×