რეზონანსი
04.12.2018

 (რეზონანსი) ხმაური იყო სოფელ ფოკაში, სადაც მოკლული მამაკაცის ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის ორ სახლსა და ოთხ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

რეგიონული მედიის ინფორმაციით, მოკლულის ახლობლებმა ბრალდებულის ძმის ფერმის გადაწვაც ცადეს, თუმცა ისინი სამართალდამცავებმა შეაჩერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არ არის.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

3 დეკემბერს, ფოკაში, 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისივე თანაკლასელმა მოკლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×