რეზონანსი
04.12.2018

 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის საჯად კარიმის აზრით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მნიშვნელოვნად დაუახლოვდნენ ევროპას, ხოლო საქართველოში საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის არჩევა ნათლად ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. 

„ზურაბიშვილს სისხლ-ხორცში აქვს გამჯდარი ევროპული ფასეულობები, იგი დაბადებიდან ცხოვრობდა და სუნთქავდა ევროპით. ამიტომ სწორედ მას აქვს უნარი და შესწევს ძალა განსაზღვროს ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის განვითარების ვექტორი“, - განუცხადა საჯად კარიმმა ონლაინ-გამოცემა „ევროდიპლომატიკი“ ("Europe Diplomatic"). 

„საქართველო ევროპაა“, - აცხადებს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 

ბოლო წლების შეფასებისას საჯად კარიმმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა მართლაც ბევრის გაკეთება შესძლო, ევროკავშირისა და კავკასიის სამი ქვეყნის შორის არსებული ურთიერთობები კი მხოლოს სიამაყის გრძნობას შეიძლება იწვევდეს. 

„სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოსთან გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტის მამუკა ბახტაძის ბოლო ვიზიტი ბრიუსელში“, - ხაზი გაუსნა ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა „ევროდიპლომატიკთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×