რეზონანსი
04.12.2018

 დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილის აზრით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რევოლუცია სურს, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ეწინააღმდეგებიან.

"დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ოცნებობს, რომ რევოლუცია მოხდეს. მას საერთოდ არ აინტერესებს პირველი ტური, მეორე ტური, მას უნდა, მისი მხარდამჭერი ხალხი გამოვარდეს ქუჩაში და ამოატრიალოს ხელისუფლება. თვითონ, თავისი ბუნებით და არსით არის, 100%-იან ძალაუფლებას მოწყურებული, მას არ შეუძლია პარტნიორული ურთიერთობა, გაერთიანებული ოპოზიცია დაარქვა, მაგრამ ეკითხება ვინმეს რამეს? ამიტომაც არის, როგორც მე ვიცი, მათ შორის დაპირისპირება, სააკაშვილს უნდოდა რევოლუცია, სხვები ეუბნებოდნენ: კარგია ხომ ამსტერდამის კაფედან რომ ბრძანებებს გასცემ? ახლა ნელ-ნელა უკან იხევენ", – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ ნაცმოძრაობის ქედმაღლური რიტორიკა არასდროს შეიცვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×