რეზონანსი
03.12.2018

 ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ადასტურებენ. გარდაცვლილის დისშვილის ნინო ზარანდიას ინფორმაციით, ი. კ. სახლში მარტო ცხოვრობდა და ცხედარი სახლის უკან დამხმარე ნაგებობაში აღმოაჩინეს.

„ბოლოს კონტაქტი პარასკევს საღამოს გვქონდა. შაბათიდან კი არ დავლაპარაკებივართ. ვერ დავადასტურებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. არ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა. მამამ ნახა და ის ახლა დაკითხვაზეა. თვითონ ცხედარი სახლის უკან მდებარე, დამხმარე ნაგებობაში იყო. სავარაუდოდ, თავის ქალა აქვს გატეხილი. იქვე იპოვეს სისხლიანი გრაფინი. ყველაფერი წაღებულია ექსპერტიზაზე“, - ამბობს "აპიენთან" გარდაცვლილის დის შვილი ნინო ზარანდია.

ოჯახის წევრები სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ზუგდიდში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვნებული. შს სამინისტროში აცახდებენ, რომ მომხადართან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×