(რეზონანსი) 10 კომპანია, რომელიც სესხების განულების პროგრამას ახლახან შეუერთდა, ცნობილია.
„ინტერპრესნიუსს" აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ მიაწოდა. ეს კომპანიებია: 4 finance(ვივუსი), შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო", შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიური", შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +", შპს „ემას კრედიტი", შპს „მისტერ ლოუნ.ჯი", შპს „გრანატ ინვესთმენთ", შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია", შპს „ინფინიტი ჰოლდინგი", შპს „მოზო", შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი", შპს „მინი სესხი".
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.