რეზონანსი
03.12.2018

 (რეზონანსი) "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა ფოთში ჩატარდეს .

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ზურაბიშვილი ინაუგურაციის ფოთში გამართვას იმ სიმბოლური დატვირთვით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო.

ფოთი ერთადერთი ძველი ქალაქია საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვით გაშენდა. ფოთის ქუჩათა

დაგეგმარება ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან გადმოიღო. მთავარ მოედანს, რომლის ცენტრშიც აია-სოფიას ტიპის ტაძარი დგას, ქალაქის თორმეტი ქუჩა უერთდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იგივე მიზეზით საარჩევნო კამპანიაც სიმბოლურად სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართული შეხვედრით დაიწყო.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×