რეზონანსი
03.12.2018

 (რეზონანსი)  საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი არჩეულს ხვდება. შეხვედრა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში, პირადად მიეგება. სტუმრის დასახვედრად ეზოში წითელი ხალიჩა იყო გაშლილი.

პრეზიდენტებს მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილს შორის საუბარი ადმინისტრაციული საკითხების გადაბარებასთან დაკავშირებით შედგება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×