(რეზონანსი) გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მიხეილ სააკაშვილი skype-ით ჩართო. მან ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"აბა, ყველამ ერთად ჩავკიდოთ ხელები და ხმამაღლა დავიძახოთ: მიშააააა, გეძახიიიიით! ჩამოდიიიიიი!
700 000 ამომრჩეველს ვუერთდებით ის მილიონზე მეტი ამომრჩეველიც ვინც 48 შემოვხაზეთ. მთელი საქართველო გეძახით: ჩამოდიიი...
პირადად მე მჯერა, რომ უკვე აქ არის..." , - დაწერა გვალიამ.
გუშინ, თბილისის მთავარ გამზირზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია გამართა, რომლებიც 28 ნოემბერს გამართულ პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელზეც მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან თითქმის 20%-იანი სხვაობით დამარცხდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ გაასაჯაროვა. მათი მოთხოვნაა პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმება. ამასთან, მათ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა და დიალოგი შესთავაზეს.