(რეზონანსი) რადას დეპუტატი და პარტია "სამოპომოშის" წევრი სემენჩენკო სოციალურ ქსელში თავად წერს, რომ თბილისში მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ყალბია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვინმემ დამაკავა ყალბია. ინფორმაცია, რომ მე საქართველოდან გადამაფრინეს გაურკვეველი მიმართულებით, ასევე ყალბია", - განაცხადა სემენჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ იური ბირუკოვის ცნობით კი საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის, უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის" მეთაური სიმიონსემენჩენკოც იყო.
მე მყავს სხვადასხვა კონტაქტები. ისინი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სემენჩენკო თბილისშია, რომ სემენჩენკომ დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, რომ სემენჩენკომ საკუთარი ხალხი გაწირა და ბოლო მომენტში გაიქცა.
ხვალ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს დიპლომატებს დაიბარებს. სემენჩენკოხომ თბილისში ოფიციალური დოკუმენტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა", - წერს პოროშენკოს მრჩეველი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მანამდე, უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი დზინდზა წერდა, რომ სემენჩენკომ დაკავებას თავი დიპლომატიური პასპორტით აარიდა.
ჩემი წყარო ადასტურებს, რომ სემენჩენკო გაიქცა და თავისი ხალხი მიატოვა. ეს წყარო ასევე ამბობს, რომ უკრაინელები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქართული სპეცსამსახურების მიერ დანიშნული იარაღის ყიდვას აპირებდნენ", - წერს უკრაინელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, თბილისში, გამთენიისას, სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული ლიხაურის ქუჩაზე, სადაც უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს შევიდნენ. დაკავებულთა შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.