რეზონანსი
03.12.2018

 (რეზონანსი) დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

ამავე პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°.

უნალექოდ ჩაივლის დღე აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°,ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -7,-2°, დღისით 0, +5°,ზოგან +9°-მდე.

თბილისში ღამით ღამით +3°, დღისით +12° იქნება. იქროლებს სუსტი ქარი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×