რეზონანსი
03.12.2018

 საინეტერესოა ვინ ზრუ­ნავს ქვეყ­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვისმან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

კი­დევ ერთი დი­ზი­ა­ნე­რი, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, მაკა ასა­თი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეა. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში – ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.

"ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ისე­ვე რო­გორც მისი ოჯა­ხი, ჩემი ოჯა­ხიც საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც იქე­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მგო­ნი 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შე­ვუ­კე­რე კაბა. შავი, ლა­მა­ზი კაბა იყო, მაგ­რამ რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ვუ­კე­რე, არ მახ­სოვს. ახლა რო­მელ კა­ბა­საც ვუ­კე­რავ, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე კა­ბას მე შევ­ქმნი.

ამ დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა კა­ბა­ზე სა­ბო­ლოო მუ­შა­ო­ბა. პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის და ჩვე­ნი აზ­რე­ბი ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს" - აცხადებს "ამბებთან" დიასამიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×