რეზონანსი
03.12.2018

 ამერიკელი მკვლევა­რი, ლინკოლნ მიტჩელი არჩევნების შედეგებზე, ოპოზიციის პროტესტსა და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს:

"გაერთიანებული ოპოზიციის გადა­წყვეტილება, არ ცნოს არჩევნების შედეგები, გასაკვირი არ არის - ისინი საარჩევნო პროცესის დროს აცხადებდნენ, რომ დამარცხების შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცეო­დნენ­. იმედია, აქციები მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვეჭვობ, მასშტაბური იყოს, რადგან ქართველების უმრავლესობამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად­ გამარჯვებუ­ლია.

გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია. ნაციონალური მოძრაობისთვის ის თავსატეხია, თუმცა მისი მხარდამჭერების­ წყალობით "ნაცმოძრაობა"­ ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება.

სააკაშვილთან ასოცირება ზღუდავს "ნაციონალების" შესაძლებლობას, რადგან საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მძიმე ფაქტად მიიჩნევს. სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი­ იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წელი მაინც გაჩუმდებოდა და მესამე ძალის გამოჩენას შეუწყობდა ხელს, თუმცა მისი მცდარი რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, ამას შეუძლებელს ხდის", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" მიტჩელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×