რეზონანსი
03.12.2018

 თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირებისამებრ ვალების განულება მოხდება, თუმცა ეს არ იქნება მაქსიმუმი. არსებობენ მსგავსი პრობლემის მქონე, სხვა კატეგორიის ადამიანები, რომელთა შესახებაც ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს.

„ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. იმ ნაბიჯების, დაკნინებას, რაც იყო გადადგმული ამ მიმართულებით. არაერთხელ ითქვა, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე უკვე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს ის დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი.

თუმცა, ამით ეს საკითხი არ დასრულებულა. არიან კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები და რაზეც მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება“, - განაცხადა კალაძემ.

(კვირა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×