რეზონანსი
02.12.2018

 “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია და შესაბამის მიზეზსაც  ასახელებს.

"გამოდის - ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცების ნაწილს გაცნობიერებული არა აქვს, რომ ხმა მისცეს პატიმართა მწამებლებს და ასეთი ჯარი ქვეყანას როგორ დაიცავს?! თუ გაცნობიერებული აქვთ, რომ მხარი მწამებლებს დაუჭირეს, მით უარესი. როგორია ჯარისკაცების ამ ნაწილის ფასეულობა? იდეოლოგია? სულისკვეთება? გულწრფელად მინდა შევხვდე და ვესაუბრო ამ ჯარისკაცებს.

ან გამოდის, რომ ხმები გაიყო მიზანმიმართულად და ამ გაყალბებაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი", – წერს ინაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ავღანეთში არსებულ უბნებზე გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×