რეზონანსი
02.12.2018

 გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას დროს 16 დეკემბერამდე აძლევს. მმართველი პარტია ოპოზიცას და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უარს ეუბნება და არ აპირებს მოლაპარაკებას არც ერთ საკითხზე - არც არჩევნები შედეგები გაუქმებაზე და არც საარჩევნო კანონმდებლობი შეცვლაზე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ არ შეიქმნება.

„არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას 780 ათასი ადამიანი, რომელთაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს, შეცდომაში შეჰყავს. დეპუტატი თქმით, ოპოზიციას სურს მოლაპარაკებები არა სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, არამედ „ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე“

„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ,“ - აცხადებს თავის მხრივ ეკა ბესელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×