(რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას რუსთაველზე შეუერთდნენ შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათი თქმით, ისინი „ქართული ოცნების" მმართველობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება თემირლანმაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებს.
„მთლიანად ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფო არის ჩაბარებული სუს-თან. ტერორისტებიც იმათ შემოყავთ, კრიმინალებიც იმათ შემოჰყავთ და ამასთან ერთად, არჩევნებში რა მოხდა, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორც დააშინეს ხალხი, როგორ მოისყიდეს ხალხი და მოიგეს ვითომ არჩევნები. მე ვუჭერ გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფომ მე საწოლში მძინარე ბავშვი ჩამიცხრილეს. სანამ ვიქნები ფეხზე, სანამ მედგმევა სული, მე ვიქნები "ქართული ოცნების" მტერი, მოსისხლე მტერი. კანონის ფარგლებში რაც არის გათვალისწინებული, ყველანაირად შევეწინააღმდეგები ქართულ ოცნებას," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.