რეზონანსი
02.12.2018

 (რეზონანსი) თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ქართველი მებრძოლის ლუკა ჩხეტიას სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. 20 მდე პოლიციელი ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში ერთი საათის წინ გამოჩნდნან და ჩხეტიების კუთვნილ საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

როგორც "ნიუპოსტს" ჩხეტიას მეზობლებმა განუცხადეს, პოლიციას სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.

პოლიცია ამ წუთებში გარე პერიმეტს ამოწმებს.

26 წლის ქართველი სამხედრო, რომელიც დომბასში იბრძვის უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, დღეს თბილისში დააკავეს.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×