რეზონანსი
02.12.2018

 (რეზონანსი) ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვისმან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

"ჩემი და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ ზა­ფხულს შედ­გა. ის ჩვენ­თან თაკო ჩხე­ი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­ვი­და და შვი­ლის - თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის სა­მო­სი შე­ი­კე­რა. მის­მა ვაჟ­მა ქორ­წი­ლი ყაზ­ბეგ­ში გა­და­ი­ხა­და, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს უშუ­ა­ლოდ ქორ­წი­ლის დღის­თვის კაბა შე­ვუ­კე­რეთ, მე­ო­რე დღის­თვის სა­მე­უ­ლი შევ­ქმე­ნით.

კი­დევ ერთი დი­ზი­ა­ნე­რი, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, მაკა ასა­თი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეა. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში - ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.

წლე­ბის შემ­დეგ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ის სწო­რედ ჯა­ბას მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სით წარ­სდგე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე. კა­ბის ბოლო დე­ტა­ლე­ბი ახლა სრულ­დე­ბა და უფრო და­ზუს­ტე­ბით ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე ესა­უბ­რა.

"ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ისე­ვე რო­გორც მისი ოჯა­ხი, ჩემი ოჯა­ხიც საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც იქე­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მგო­ნი 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შე­ვუ­კე­რე კაბა. შავი, ლა­მა­ზი კაბა იყო, მაგ­რამ რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ვუ­კე­რე, არ მახ­სოვს. ახლა რო­მელ კა­ბა­საც ვუ­კე­რავ, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე კა­ბას მე შევ­ქმნი" - განაცხადა ჯაბა დიასამიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×