რეზონანსი
02.12.2018

 (რეზონანსი) დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქართველმა სამართალდამცავებმა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტს სამხედროს მამამ განუცხადა, თუ მისი შვილი დღის ბოლომდე არ გაათავისუფლეს, ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე მამების აქციას შეუაერთდებიან.

„დაგვირეკეს დღეს, რომ დაკავებული არის. დაუდეს ნაღდად იარაღი. ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა და არც ჰქონდა საჭიროება იმის, რომ იარაღით ხელში გამოსულიყო. დღეს მითუმეტეს აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად რომ გაეზიარებინა, დაემტკიცებინა ეს მთავრობა რომ ეს მოვიდა ძალით , ფულით, ყოველნაირი უბედურებით. არ უნდოდა და დაუდგა გვერდით. უკრაინაში იბრძოდა დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად. სასირცხვილო არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით უნდა დაუდგეს მთავრობა, რომ ასეთი ვაჟკაცი და ასეთ რაღაც ლაჩრობასჩადიან. იარაღს უდებენ,"-აცხადებს ლუკა ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტია.

ჩხეტიების ინფორმაციით, სამხედროებს იარაღი ჩაუდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩხეტია 2 ჯერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. ბოლო პერიოდში კი უკრაინაში იბრძოდა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქაში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. სამართალდამცავებმა უკრაინის 5 მოქალაქე აიყვანეს. სავარაუდოდ მათთან ერთად მოხდა ქართველი სამხედროს დაკავებს.

მომხდარზე ოფიციალური განმარეტება შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუკეთბიათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×