რეზონანსი
02.12.2018

 (რეზონანსი) სპეცოპერაცია თბილისში - გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

newsmedia.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×