საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, აპირებს თუ არა ავლაბრის საპრზიდენტო რეზიდენციაში შესვლას, განაცხადა, რომ ორბელიანის სასახლე მისთვის სრულიად მისაღებია.
„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა "პრაიმტაიმთან" ზურაბიშვილმა.
აღნიშნული კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.