რეზონანსი
01.12.2018

 ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი კერვალიშვილმა ამ დილანდელი ჩხუბის დეტალები გაიხსენა. კერვალიშვილის თქმით, ბერლინიდან ჩამოფრინდა, მათი ჩანთები უამინდობის გამო ვერ ჩამოიტანეს და ორი დღის განმავლობაში ქუთაისში დარჩენა მოუხდათ. მისი თქმით, აეროპორტში ჩოჩქოლს შემთხვევით შეესწრო.

„არანაირი პოლიტიკა, ის ქალბატონი ვინ არის, საერთოდ არ ვიცი, არც მინახავს, არც ვიცნობ. რა პოლიტიკური სარჩული უნდა ყოფილიყო. ჩოჩქოლი იყო და ორივე მხარეს ვაშველებდი. სახელი არ ვიცი, იმ ქალბატონის თანმხლები პირი მოვიდა, მწვდა ქურთუკზე. ვუთხარი, ასე ხელს თუ მომკიდებ, პოლიციაში გიჩივლებ-მეთქი. შეურაცხყოფა მომაყენა, მაგ სიტყვას ვერ ვიტყვი, რაც თქვა, მაგრამ ალბათ ხვდებით, რას ეძახიან ადამიანს, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს. პროვოკაცია უნდოდა, ხელი დამარტყა, მე რაზე უნდა დამერტყა“, – განაცხადა კერვალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×