თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსმა დავით მაჭავარიანმა ქუთაისის აეროპროტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მაჭავარიანის განცხადებით, მის მეგობარს გინებაზე ჰქონდა რეაქცია და არ იცის რისთვისაა დაკავებული.
„როცა დავინახე, რომ ჩოჩქოლი იყო, თბილისში დაბრუნების საკითხს ვარკვევდი, რადგან ერთი დღით ქუთაისის აეროპორტში გაჩერება მოგვიწია. ბერლინიდან ჩამოვფრინდით, სადაც კონცერტზე ვიყავით.
როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი. ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა. მე აქეთ ჩემს მეგობარს ვაწყნარებდი, მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მივიღე. დავამშვიდე ეს ადამიანები და მორჩა ამით კონფლიქტი, უკნიდან მგონი კიდევ ვიღაცამ დამარტყა, ოღონდ არ ვიცი, ვინ.
სისულელეა პოლიტიკური იარლიყების მიწებება. რა ძველი ბიჭები, რა დახვედრა. გეყოფათ ეს ბოროტება. გამორიცხეთ დაპირისპირებები. ვიყავით იქ დაღლილი ადამიანები, რომლებიც უამინდობის გამო შეფერხებულ ბარგს ველოდებოდით“, – განაცხადა დავით მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე 4 პირი დააკავა, საიდანაც ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსიცაა.