რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„მოდით რა თავს ნუ მოვტყუებთ და ნურც ღმერთთან შევცოდავთ ფარისევლობით, ვაღიაროთ, რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა. სწორედ ამიტომაა რომ ამერიკის ახლადმოვლენილი ელჩი შეხვდა არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ უპირველესად ეწვია პატრიარქს. საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარ სავალალოდ დამთავრებაშიც კვლავ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ამ ინსტიტუტმა.

ჩვენი სულების გადარჩენაზე ლოცვის ნაცვლად მამაოები ივანიშვილის გადასარჩენად კარდაკარ დაიარებოდნენ, მრევლი მათთვის კაი ხანია ამომრჩეველია. ნაცების ეკონომიკის ექს-მინისტრმა ამჟამად საპატრიარქოს ჩინოვნიკმა ჟვანიამაც დაირტყა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეფის პოსტი. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს. რა განსხვავებაა ირანის აიათოლათა რეჟიმსა და საქართველოს შორის" - წერს შალვა ნათელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×