რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) ჩვენი მშვიდობის, ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, საქართველოში თითქმის 900 000 ხმა აიღო და არჩევნები არ მოიგო.

"ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე! ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის, და არა ჩვენთვის, არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა, მაგრამ ახლა წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა! ვაჩვენოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა! ბრძოლა გამარჯვებამდე! აბა, თქვენ იცით!" - ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×