რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. ინფორმაციას "რუსთავი2 " ავრცელებს.

თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან მისი თქმით, დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. უწყებამ ერთი პირი სისხლის სამართლის წესით ძალადობის ბრალდებით, ხოლო სამი პირი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×