რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) შვილს ვაცილებდით ქუთაისის აეროპორტიდან, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდამსხმელები მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ისინი ჰგავდნენ ბანდას. მე პირველად შემეშინდა, რადგან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება", - განაცხადა თაკო ჩაკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოღებას ითხოვს. ამ დროისთვის კი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×