რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) მე არაერთხელ მივმართე ხელისუფლებასაც და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც, რომ ეზრუნათ შეთანხმებისთვის ერთ წელიწადში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.

"ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვკვეთოთ ის გუნდი, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო პროცესში გადაიყვანს პოლიტიკურ პარტიას. ძალიან კარგი იქნება თუ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ვერ მივაღწევთ უნდა ვიყოთ მზად 2020 წელს წარმატებისთვის", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×