რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) დღეს, დღის მეორე ნახევრიდან, დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში წვიმა გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთის მიმართულების ქარის სიძლიერე დაბლობში 20-25 მ/წმ-მდე, ხოლო მთაში 17-22მ/წმ-მდე შესუსტდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +12,+170, მთაში +8,+130, მაღალ მთაში 0,+50-ის ფარგლებში იქნება.

მათივე ცნობით, 2 დეკემბერს ღამისა და დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დღის მეორე ნახევარში ნალექი შეწყდება.

ქარის მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შეიცვლება და მისი სიჩქარე დაბლობში 10-15 მ/წმ-ის, ხოლო მთაში 8-13 მ/წმ-ის, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით + 5, +100, დღისით +10,+150-ის, მთაში ღამით + 1, +60, დღისით +6,+110-ის, მაღალმთაში ღამით -2, +30, დღისით 0,+50-ის ფარგლებში იქნება.

3 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×