რეზონანსი
01.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ორშაბათს, 3 დეკემბერს შედგება, - ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, საუბარი შეეხება, როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.

„ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ "პირველ არხთან".

გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს. სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზად არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×