გვანცა წულაია
01.12.2018

 (რეზონანსი) პუბლიციტს თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავსდაესხნენ. არსებული ცნობით, თავდასხმა ქუთაისის აეროპორტში მოხდა. 

"ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ბანდა იყო ჩვეულებრივი, პრობაციონერი ვარო, ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, პოლიტიკურ ნიადაგზე, აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვითხრეს დატოვეთ ქალაქიო, აგრესია იყო ძირითადად ჩემზე და ჩემს მეუღლეზე, მარტო იყო ჩემი მეუღლე, აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყება, რომ არ ყოფილიყვნენ ქალბატონები, ჩაქოლილი იქნებოდა ჩემი მეუღლე, ორივეს დაგვიპირისპირდნენ ფიზიკურად, არც ერთი პოლიციელი არ განძრეულა, გარდა მოქალაქეებისა, მათი თანდასწრებით ხდებოდა.

უკვე შევატყობინეთ საერთაშორისო ორგანიზაციას, გავახსნევინებ კამერებს, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს ჯგუფი გუშინდელი დღიდან მოძრაობდნენ აქ. პოლიციელებმა ისინი არ დააკავეს, მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. ჩემს მეუღლეს აქვს ნახეთქი ნიკაპთან. ოთხი ადამიანი, რომელიც ერთ ადამიანზე მოდიოდა", - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თავდამსხმელებმა მათ უთხრეს, რომ მომხდარი არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული თავდასხმა. მისივე თქმით, ისინი პრეტენზიას გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ იყვნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×