რეზონანსი
01.12.2018

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის "ფეისბუქ" სამეგრელოში ჩატარებულ არჩევნებზე ამახვილებს ყურადღბას:

“სამეგრელოში უფრო მეტი ხმა დაიწერა სალომე ზურაბიშვილმა, ვიდრე გრიგოლ ვაშაძემ! მართლაა?! სამეგრელოში უფრო მეტი ხმა აიღეს “ქოცებმა”, ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ, ეს ხომ არის ნამდვილი  გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოს საზოგადოების. მესმის, რომ სადღაც ვაკეში, უფრო მეტი ხმა აეღო, მაგრამ სამეგრელოში? იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, ეს არის სულში ჩაფურთხება თითოეული სამეგრელოს შვილის” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, რადგამ პოლონეთის წარმომადგენლის თვალწინ წაართვეს ხალხს ბიულეტენები:

“მან საკუთარი თვალით ნახა აცრემლებული ხალხი, მის თვალქინ წაართვეს კომისიის წევრებს ბიულეტენები და გაატანეს და ხალხი ტიროდა” – განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×