პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი პროდიუსერ ბაკურ ბაკურაძის გამოეხმაურა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
"ბაკურ! იმ საქართველოს რა ვუთხარი, შენ, რომ ირმა გიგანი, მამუკა ჩარკვიანი, თაკო ჩარკვიანი, ჩემი მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, – თამარ ივერი, ანიტა რაჭველიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო ანანიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ხატია ბუნიათაშვილი, ნინო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი და ვინ მოთვლის, აი, შენ, რომ უნდა გაასახლო, იმ საქართველოს რა ვუთხარი და კიდევ იცი რააა? მართლა ფიქრობ და ასეთი ცუდი წარმოდგენა გაქვს საქართველოზე, რომ ოდესმე ამ სიამოვნებას მოგანიჭებს? რა “საყვარლად” ცდები ბიჭუნა!
ჩემი რჩევაა, ასეთი სიბინძურეები არ დაწერო. შენ, რომ გგონია, ისე "ია-ვარდებით" არ გეგონოს სიტყვების სროლა ყმაწვილო! პასუხისმგებლობაა დიდი - ეს რუსეთი არ არის საბედნიეროდ! გასახლებისთვის ვერ გაგიმეტებ, აი, ყურს კი, ნამდვილად აგიწევდი, ამ სიბრიყვისთვის!" – მიმართავს ჩარკვიანი.