რეზონანსი
30.11.2018

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ პარტიას რჩევას აძლევს:

„ქოცებო გულით ხომ იცით თქვენსკენ ვარ. თან, რომ ვიცი რომ ინტელექტით პენტიუმ ერთიანები ხართ, ისევ მე უნდა მოგცეთ მაგარი რჩევა. 6 წელია ბიძინათქვენი მიშას დაჭერას და ექსტრადიციას ცდილობს და არ გამოსდის.  კვირას კი მიშას მომხრეებს და არა მარტო მის მომხრეებს აქცია აქვთ დაანონსებული რუსთაველზე.

მიშა ლუპით დააკვირდება მაგ აქციას. თუ ბევრი ხალხი არ მივა, შესაბამისად არ ჩამოვა. თუ ბევრი მივიდა, გული მოეცემა და ჩამოვა.

ჰოდა, თუ გინდათ მიშა ხაფანგში გააბათ და ჩამოიყვანოთ, ბევრი ქოცი მიდით კვირის აქციაზე, რომ მიშა მოტყუვდეს და ჩამოვიდეს“ - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×