რეზონანსი
30.11.2018

 საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საშიში სუნი ასდის ვაშაძეების და “უცხო კაცის” “სკაიპით” დაწყებულ პროვოკაციას:

"ვერ პატიობენ საქართველოს საზოგადოებას მეორე ტურს, სრულ მობილიზებას ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში, როცა მოსახლეობამ აშკარა და მტკიცე უარი უთხრა მათ კანდიდატს. 

ჩემი ყურით მოვისმინე გუშინ საღამოს ფილარმონიიდან გამოსულების, ვერის ბაღში შემოსულების, აჟიტირებულების “დაპირებები”, რომ გამარჯვებას ანახებენ სალომეს, ქვას ქვაზე არ დატოვებენ თბილისში. კი უპასუხეს “სტუმრებს” გუშინ ვერის ბაღში ძალიან, ძალიან “ომახიანად” – მოდით, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს შეძახილებით… მაგრამ, ვიგრძენი, რომ ეს ძალიან საშიშია, ცუდი სუნი ასდის ამ ვაშაძეების და “უცხო კაცის” “სკაიპით” დაწყებულ პროვოკაციას…”, – წერს დავით მირცხულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×