თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ა.ე. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ე.-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი – 9 წლის გოგონა ძალის გამოყენებით ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში განთავსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება.
სამართალდამცველებმა ა.ე. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით 16 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.