გვანცა წულაია
30.11.2018

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველო" კვირას 2 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის დაგეგმილ აქციას როგორც პარტია არ უერთდება.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია სრულად სოლიდარულია თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ევროპულ საქართველოს" მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ სრულად ვართ სოლიდარული თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ პარტია აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ სპექტრს დაუყონებლივ კონსულტაციები გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად", - განაცხადა ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×