რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.

მათივე ცნობით, იმერეთში ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, რეგიონიდან შესულია 210 შეტყობინება.

მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აქაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×