რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში" ცხოვრება მოუწევს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც „ალისას საოცრებათა ქვეყანაში" ცხოვრება მოუწევს - ერთი მხრივ, ოკუპანტების დაგმობა და მეორე მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა. ეს 40-იანი წლების პარიზს ჰგავს, სადაც კოლაბორაციონიზმს ჰქონდა ადგილი. თუმცა ეს თემა ახლოა სალომე ზურაბიშვილისთვის", - ამბობს ის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×