(რეზონანსი) "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს, რომ 2020 წლის არჩევნები კარზეა მომდგარი, ხალხი კი მეტ შანსს აღარ მისცემს", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტ მამუკა არეშიძე აკეთებს.
ექსპერტს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას "მოგება ძალიან ძვირად დაუჯდება მოგება თუ დანაპირებს არ შეასრულებს".
"ზუსტად ვიცი, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაპირებები საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც შეუსრულოს. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქ", - აცხადებს არეშიძე "კვირის პალიტრასთან".
მამუკა არეშიძე ამ ეტაპზე არეულობას და რევოლუციის მცდელობას გამორიცხვს.
"ამ ეტაპზე გამოვრიცხავ. ახლა ამის გამკეთებელი არც "ნაციონალები" არიან და არც კოალიციის სხვა წევრები. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ცალსახად ისაუბრეს უკვე ამაზე. მათი პოზიცია გაიზიარეს სხვებმაც. თუმცა, მომავალში ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია აგებულია რევოლუციაზე და არა ევოლუციაზე. ისინი უბრალო საქმეშიც კი რევოლუციურ გზას ირჩევენ, ასეთი მუხტის მატარებელი პარტიაა", - დასძენს არეშიძე.