რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე გიორგი მარგველაშვილის მუშაობას აფასებს და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"სალომე და ვაშაძე ცოტა ხანი იქით იყოს. ზედმეტსახელი "ზაქიჭამია" გიორგი XII-სთვის რომ არ დაერქმია ერს, დღევანდელ დღეს გიორგი მარგველაშვილს მოუხდებოდა. თან გარეგნობითაც გვანან ერთმანეთს.

პრეზიდენტიც ეგეთი უნდა. ხუთი წელი კარგი ჭამა, კარგი დალია, კარგი მოწია, კარგად იმოგზაურა, კარგად ინავარდა, კარგი მოილხინა, კარგი კარტოფილი მოიყვანა, კარგი ბარიგები შეიწყალა, კარგად დაავეტოვა და კარგად წავიდა. ჯამში კარგად იუსაქმურა. ეგრეთი უნდა იყოს ნაღდი დარდიმანდი პრეზიდენტი. მაგაზე ნაკლები არ უნდა გვყავდეს". - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×